weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ერევანში საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი დააკავეს

12:55 კვირა, 22 აპრილი 2018

სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პაშინიანის მეთაურობით ერებუნის რაიონისკენ მიდიოდნენ. როდესაც არცახის ქუჩაზე მივიდნენ, მათ სამართალდამცველები გადაეღობნენ. დემონსტრანტებმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა სცადეს, რამაც შეხლა-შემოხლა გამოიწვია. სამართალდამცველებმა ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენეს. პაშინიანის დაკავებაც ამ დროს მოხდა.

დაკავების შემდეგ პოლიციელებმა დემონსტრანტების დარბევა და დაკავება დაიწყეს, რისთვისაც ძალა გამოიყენეს. დაკავებულია კიდევ ერთი ოპოზიციონერი სასუნ მიქაელიანი. რადიო თავსუფლების ინფორმაციით, ის აქციის მონაწილეებს მიმართავდა, არ შეშინებოდათ და არ დაშლილიყვნენ.

როგორც ცნობილია, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით წაიყვანეს.

დღეს ნიკოლ პაშინიანი სომხეთის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანს შეხვდა. მათ შორის მოლპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, სარგსიანმა შეხვედრა დატოვა.

ოპოზიცია სომხეთში აქციებს 13 აპრილიდან მართავს. ისინი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. 17 აპრილს ნიკოლ პაშინიანმა სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყება გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]