რადიო თავისუფლების კითხვაზე - საიდან მივიდნენ აქციაზე, ახალგაზრდებმა უპასუხეს, რომ იმ სამხედრო ნაწილიდან, სადაც მსახურობენ. „ჩვენს ხალხს შემოვუერთდით, ხალხთან ერთად ვართ“, - ციტირებს მათ კომენტარს „რადიო თავისუფლება“.
დღეს საპროტესტო აქციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათ სასწავლო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.
აქციაზე მისული ჯარისკაცების ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა