weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩეჩნეთში უფლებადამცველ ოიუბ ტიტიევს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

01:52 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

ჩეჩნეთში სასამართლომ უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ოიუბ ტიტიევს პატიმრობის ვადა 9 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ტიტიევი 11 იანვარს მარიხუანის შენახვის ბრალდებით დააკავეს.

„რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, ოიუბ ტიტიევის ინტერესების დამცველებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ გამოძიება სხვადასხვა ხერხით ცდილობს საქმიდან მათ ჩამოშორებას და სახაზინო ადვოკატის დანიშვნას. ტიტიევს პატმრობის ვადა 9 მაისამდე სასამართლომ 6 მარტს გაუხანგრძლივა, ამიტომ 25 აპრილს სასამართლო სხდომის ჩანიშვნა ადვოკატებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რის გამოც ორმა მათგანმა პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.

ოიუბ ტიტიევი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე გაყალბებულია და ნარკოტიკების შეკვრა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა „ჩაუდეს“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უფლებადამცველს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

„მემორიალის“ თანათავმჯდომარე ოლეგ ორლოვმა 25 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ ოიუბ ტიტიევის წინააღმდეგ დაწყებული დევნა ჩეჩნეთის მთავრობის განცხადებებს უკავშირდება, სადაც უფლებადამცველები მოხსენიებულნი არიან როგორც „ხალხის მტრები“, რომლებიც უნდა „განადგურდნენ“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ოიუბ ტიტიევის გათავისუფლებისკენ ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიამ მოუწოდა. აშშ-ს მიაჩნია, რომ ტიტიევის საქმე მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანის უფლებების მხრივ ჩეჩნეთში „საშინელი მდგომარეობაა“ და ვითარება უარესდება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]