ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ადგილზე იმყოფება აზერბაიჯანის საგანგეობო სიტუაციების მინისტრი.
ე.წ. ტრამპ თაუერი 130 მეტრი სიმაღლის ბიზნეს ცენტრია, რომელიც ერთ-ერთია აზერბაიჯანის 5 ყველაზე მაღალი შენობიდან. 2016 წელს, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, მისმა კომპანიამ (Trump Organization) შენობის სახელწოდებიდან „ტრამპის“ ამოღება მოითხოვა. ამ პერიოდში მისი მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.