weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრად არ აირჩია

00:27 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

1-ელ მაისს სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის არჩევის წინააღმდეგ მისცა ხმა. პაშინიანის კანდიდატურას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55 კი წინააღმდეგი იყო.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ასარჩევად ნიკოლ პაშინიანს სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დღეს მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი.

კენჭისყრის შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას პაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, 2 მაისიდან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია განაახლონ.

პარლამენტში განმეორებითი კენჭისყრა ერთ კვირაში უნდა გაიმართოს. თუ მთავრობის მეთაურს კიდევ ერთხელ ვერ აირჩევენ, 40-დღიან ვადაში პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]