weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს

16:06 შაბათი, 27 მაისი 2017

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრზე კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებულ აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს გოზელ ბაირამლის სასამართლომ 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციური პარტიის "სახალხო ფრონტის" თავმჯდომარის მოადგილე გოზელ ბაირამლი 25 მაისს საზღვარზე მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველოდან აზერბაიჯანში ბრუნდებოდა. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მის ხელბარგში არადეკლარირებული 12 ათასი დოლარი აღმოაჩინეს. ბაირამლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კონტრაბანდის მუხლით აღიძრა.

დაკავებულის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი გამოცემა "კავკაზსკი უზელთან" აცხადებს, რომ ბაირამლი ბრალდებას უარყოფს.

"გოზელ ბაირამლი ამბობს, რომ ფული ჩანთაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ჩაუდეს. სასამართლოს მოვთხოვეთ, დაენიშნათ ექსპერტიზა და აეღოთ ანაბეჭდები კუპიურებიდან და შეემოწმებინათ სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტებში არსებული ვიდეოჩანაწერები. თუმცა, სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. ბაირამლი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო პროვოკაცია მოუწყვეს", - უთხრა სადიგოვმა "კავკაზსკი უზელს".

მისივე თქმით, სასამართლომ ბაირამლი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დააპატიმრა და მის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საარჩევნო მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ანარ მამედი ირწმუნება, რომ ბაირამლის პოლიტიკური მოტივით დევნიან.

"კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, ბაირამლი ადრე აცხადებდა, რომ ემუქრებოდნენ. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]