პაშინიანი და ტანკიანი ერთმანეთს აეროპორტში შეხვდნენ და რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც მიტინგი უნდა დაწყებულიყო. რადიო თავისუფლების ადგილობრივი სამსახურის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი მათ ყვავილებით, პურითა და მარილით, ტორტებითა და ფოიერვერკებით შეხვდა.
სერჟ ტანკიანმა ხალხს გამარჯვება მიულოცა და სიმღერა შეასრულა.
„თქვენ მთელი მსოფლიო გიყურებთ, როგორც მიზნის მიღწევის პოზიტიურ მაგალითს... ამ დღეზე ვოცნებობდი და ვამაყობ, რომ თქვენს გვერდით ვარ“, - განაცხადა ტანკიანმა.
8 მაისს, 12:00 საათზე სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს. ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანტიდატი - ნიკოლ პაშინიანი იყრის კენჭს. თანამდებობაზე ასარჩევად მას 53 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.