weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სომხეთი მზად არის თურქეთთან ურთიერთობები აღადგინოს – პაშინიანი

18:24 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

სომხეთის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე თურქეთთან ურთიერთობები დაალაგოს.

„როგორც თქვენთვის არის ცნობილი წინაპირობებს აყენებს თურქეთი და ეს პირობები არალოგიკურია იმდენად, რამდენადაც გამოწვეულია მესამე ქვეყანასთან (აზერბაიჯანთან) ურთიერთობებით. ამავე აზრზე ვრჩებით და მზად ვართ დავამყაროთ ურთიერთობები წინასწარი პირობების გარეშე, სომხეთის გენოციდის საერთაშორისო აღიარების პოლიტიკის შენარჩუნებით“, - ციტირებს პაშინიანის კომენტარს „სპუტნიკი“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გენოციდის აღიარების პროცესს კავშირი არ აქვს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობასთან. „მისი მიზანია წვლილი შეიტანოს ადამიანების მასობრივი განადგურების წინააღმდეგ ბრძოლაში და თავიდან აიცილოს ახალი გენოციდი“.

თურქეთთან ურთიერთობის აღდგენაზე პაშინიანმა დღეს, მთიან ყარაბაღში ვიზიტის დროს ისაუბრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]