weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების თემა არ არის – ილჰამ ალიევი

11:53 პარასკევი, 11 მაისი 2018

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების თემა არ არის, არ ყოფილა და არასდროს იქნება, – ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომელმაც მზაობა  გამოთქვა ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები აწარმოოს.

„ჩვენი პრინციპული პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად და უპირობოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამას მოითხოვს სამართლიანობა და საერთაშორისო სამართალი. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების თემა არ არის, არ ყოფილა და არასდროს იქნება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 95-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე.

სომხეთის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა 9 მაისს, მთიან ყარაბაღში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ მზად არის ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის მოლაპარაკებები აწარმოოს როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]