weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

18 %–ს მიაჩნია, რომ აფგან მუხთარლი ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს – კვლევა

14:48 პარასკევი, 11 მაისი 2018

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 18 %–ს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი აფგან მუხთარლი ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადასცეს.

კვლევის შედეგების თანახმად, 19 %–ს აფგან მუხთარლის შესახებ არაფერი სმენია, 15 %–ს მიაჩნია, რომ ის აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა ქართული მხარის დახმარებით მოიტაცეს, 5 %–ს სჯერა, რომ აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს, 36 %–მა კი არ იცის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით კვლევა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი ბაქოში აღმოჩნდა. მუხთარლი ამბობდა, რომ თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად ცემეს. 2018 წლის თებერვალში პატიმრობაში მყოფმა მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობის „მსხვერპლია“. ჟურნალისტის თქმით, ის საქართველოში ილჰამ ალიევის ბიზნესს იძიებდა, რის გამოც თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს.

აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ინფორმაციით, მუხთარლი 29 მაისს, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აფგან მუხთარლის ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. 2018 წლის 12 იანვარს ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აზერბაიჯანის მთავრობას მუხთარლის გათავისუფლებისკენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]