weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთში ჰუმანიტარული პრემიის Aurora Prize 2017-ის დაჯილდოება გაიმართა

12:32 ორშაბათი, 29 მაისი 2017

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საერთაშორისო ჰუმანიტარული პრემიის Aurora Prize 2017 -ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პრემიის ლაურეატი წელს სუდანში მოღვაწე ექიმი ტომ კატენა გახდა. მას საქმიანობის გასაგრძელებლად 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. კატენამ ასევე მიიღო მილიონი დოლარის ოდენობის პრემია, რომელსაც სამ საქველმოქმედო ორგანიზაციას გაუნაწილებს.

დოქტორი ტომ კატენა ნიუ-იორკიდან არის. ის ერთადერთი ექიმია სუდანის ნუბიის მთებში მდებარე საავადმყოფოში, სადაც სამედიცინო დახმარებას 750 ათასი ადგილობრივი მცხოვრები იღებს. რეგიონში, სადაც სამოქალაქო ომი მთავრობასა და „სუდანის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას“ შორის დღემდე გრძელდება, ტომ კატენა უკვე 9 წელია მუშაობს და წელიწადში ათასამდე ოპერაციას ატარებს. „აურორას“ დაჯილდოებაზე ყოფნის პერიოდში სუდანში მის შესაცვლელად სამი სომეხი ექიმი გაემგზავრა.

Aurora Prize 2017-ის ფინალისტებს შორის დოქტორ კატენას გარდა ხუთი ადამიანი იყო. ისინი გამორჩეული სიმამაცის, გამბედაობის და გავლენის გამო შეარჩიეს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული პრემია Aurora Prize გადაეცემათ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანებს ეხმარებიან და ჰუმანიზმის იდეას ავრცელებენ. პრემიის გადაცემა ხდება 1915 წელს, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის დროს გადარჩენილთა სახელით გადამრჩენელთა მიმართ მადლიერების ნიშნად.

Aurora Prize -ის დაჯილდოება პირველად 2016 წელს გაიმართა. გასული წლის ლაურეატი უფლებადაცველი ბურუნდიდან მარგრიტ ბარანკისტე გახდა. მან ბურუნდიში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს ათასობით ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა და დევნილებს ეხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დაჯილდოებას ოსკაროსანი მსახიობი ჯორჯ კლუნი უძღვებოდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]