„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ პოლიციელებმა იმ დროს, როდესაც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ, ერთმანეთის მისამართით სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლეს და სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღეს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ადგილობრივი მცხოვრები პოლიციელების ორთაბრძოლის შეჩერებას ცდილობდა, რა დროსაც ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო.
ერთ-ერთი ვერსიით, ლეიტენანტს კაპიტანთან უთანხმოება შერქმეული მეტსახელის გამო მოუვიდა. მათ კონფლიქტის მოგვარება დუელით გადაწყვიტეს. ორივეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ჰქონდა.