weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარიზში თავდასხმა სავარაუდოდ ჩეჩნეთში დაბადებულმა ახალგაზრდამ განახორციელა

12:46 კვირა, 13 მაისი 2018

21 წლის მამაკაცი, რომელიც პარიზის ცენტრში მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხა და ერთი ადამიანი მოკლა, ჩეჩნეთიდან იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს. თავდასხმის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი დაიჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი კი სამართალდამცავებმა ადგილზე მოკლეს.

ორი დაჭრილის - 34 წლის მამაკაცის და 54 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანით შეიარაღებული ახალგაზრდა გამვლელებს თავს ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:30 საათზე დაესხა. თვითმხილველების თქმით, ის „ალაჰუ აკბარ“-ს ყვიროდა.

სააგენტო „ფრანს პრესის“ (AFP) ცნობით, თავდამსხმელი 1997 წელს, ჩეჩნეთში დაიბადა და საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული. დღეს დილით მისი მშობლები გამოსაკითხად პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

SITE Intelligence Group-ის ექსპერტების ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, რომელმაც განაცხადა, რომ მათმა ერთ-ერთმა „ჯარისკაცმა“ თავდასხმა განახორციელა. ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, ნამდვილად დგას თუ არა „ისლამური სახელმწიფო“ ამ შემთხვევის უკან.

ფრანგული მედიის ცნობით, ბოლო სამ წელში ტერორისტული თავდასხმების შედეგად ქვეყანაში სულ მცირე 245 ადამიანი მოკლეს. ბოლო თავდასხმასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „თავსუფლების წინააღმდეგ მებრძოლებს არაფერს დაუთმობენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]