weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნიკოლ პაშინიანის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს გაიმართება

10:58 ორშაბათი, 14 მაისი 2018

სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს დღეს, სოჭში შეხვდებიან. შეხვედრა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განმარტა, რომ მხარეებმა შეხვედრაზე შესაძლოა ისაუბრონ რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ აქტუალურ საკითხებზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებზე. უშაკოვის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან პირველი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ორი ქვეყნის ხელმძღვანელი პირი ერთმანეთს გაიცნობს.

როგორც ცნობილია, ნიკოლ პაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონი საუბარი 8 მაისს უკვე შედგა. კრემლის ინფორმაციით, პაშინიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ მხარეებმა რუსულ-სომხური ურთიერთობის გამყარებაზე ისაუბრეს.

ნიკოლ პაშინიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სტრატეგიული ურთიერთობები რუსეთსა და სომხეთს შორის შენარჩუნდება. მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, სომხეთის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება და მისი შეცვლა არც ხალხს სურს.

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა 8 მაისს აირჩია. ამას წინ უძღოდა თითქმის ერთთვიანი საპროტესტო აქციები და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან სერჟ სარგსიანის გადადგომა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]