weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინგუშეთის მთავრობა რამადანის თვეში მშრალი კანონის დაცვას აკონტროლებს

15:33 ორშაბათი, 29 მაისი 2017
ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი ფოტო © РИА Новости

ინგუშეთის მთავრობა მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვეში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას აკონტროლებს. რამდენიმე დღის წინ სახალხო კრების მიერ მიღებული კანონით რამადანის პერიოდში ინგუშეთში არყის, ღვინის, ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ყიდვა-გაყიდვა აიკრძალა. სამართალდარღვევისთვის 4-დან 50 ათას რუბლამდე ჯარიმაა გათვალისწინებული.

გამოცემა „ვესტნიკ კავკაზა“ წერს, რომ რესპუბლიკის რაიონებში განხორციელებული შემოწმებების შედეგად კანონის დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა.

ინგუშეთის სახალხო კრების დეპუტატებმა 26 მაისს ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება რამადანის თვეში, იდ ალ-ფიტრის დღესასწაულზე, ბავშვთა დაცვისა და ცოდნის დღეებში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით. კანონში შესატანი ცვლილება ინგუშეთის პრეზიდენტის იუნუს-ბეკ ევკუროვის მიერ იყო ინიცირებული. პარლამენტის წევრებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.

„კანონპროექტის მიღების დროს დეპუტატებმა გაითვალისწინეს მორწუმუნეთა რელიგიური გრძნობები. დროებით მშრალ კანონს დადებითი გზავნილი აქვს და ითვალისწინებს იმ მორწმუნეთა განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომლებიც მკაცრ მარხვას იცავენ“, - განაცხადა ინგუშეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ზელიმხან ევლოევმა.

რუსული გამოცემა „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, 2010 წელს ინგუშეთის პარლამენტმა სპირტიანი სასმელების გაყიდვის დრო 20:00-დან 10:00 საათამდე შეზღუდა. გარადა ამისა, პრეზიდენტის განკარგულებით, ყოველწლიურად რამადანის დროს ალკოჰოლის საცალო გაყიდვა იკრძალებოდა, თუმცა კანონის დარღვევისთვის სანქციები დაწესებული აქამდე არ ყოფილა.

მუსულმანური სამყაროსთვის წმინდა რამადანის მარხვა 27 მაისს დაიწყო და ერთი თვის შემდეგ სამდღიანი ბაირამით (იდ ალ-ფიტრი) დასრულდება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]