weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რეგიონში სომხეთი რუსეთის უახლოესი მოკავშირეა – ვლადიმერ პუტინი

17:40 ორშაბათი, 14 მაისი 2018

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ქალაქ სოჭში შეხვდა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავრობის პირობებში მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობა არანაკლებ დინამიურად განვითარდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი სომხეთს განიხილავს როგორც „უახლოს პარტნიორს და მოკავშირეს რეგიონში“ და ეს ეხება როგორც ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისე უსაფრთხოების საკითხებს. 

პუტინმა პაშინიანს შეახსენა, რომ რუსეთი სომხეთის წამყვან სავაჭრო პარტნიორად რჩება, რომელზეც სომხეთის ტვირთბრუნვის 25 % მოდის, ხოლო რუსული კაპიტალდაბანდება სომხეთის ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების 35%-ს შეადგენს.

„ვფიქრობ, სომხეთში არავის არასდროს არ დაუყენებია და არ დააყენებს ეჭვქვეშ სომხურ-რუსული ურთიერთობების მნიშვნელობას. ჩვენ მზად ვართ, ახალი იმპულსი მივცეთ ამ ურთიერთობას პოლიტიკური თვალსაზრისითაც და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროშიც“, - აღნიშნა პაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა აფასებს იმ დაბალანსებულ პოზიციას, რომელიც რუსეთმა სომხეთის შიდაპოლიტიკური კრიზისის დროს გამოავლინა.

ნიკოლ პაშინიანი სოჭში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]