weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გროზნოში ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა, მოკლულია 5 ადამიანი

22:31 შაბათი, 19 მაისი 2018

გროზნოს ცენტრში, ახმად კადიროვის გამზირზე მდებარე ეკლესიას ოთხი პირი დაესხა თავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ თავდამსხმელებს მორწმუნეების მძევლად აყვანა სურდათ, თუმცა სპეცოპერაციის შედეგად, მათი ლიკვიდაცია მოხდა. სროლას სამართალდამცავიც ემსხვერპლა, საშუალო სიმძიმის ჭრილობა მიიღო მშვიდობიანმა მოქალაქემ.

„ოპერატიული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბრძანება ერთ-ერთი ევროპული ქვეყნიდან მიიღეს“, - ციტირებს სააგენტო „ინტერფაქსი“ რამზან კადიროვის განცხადებას.

მოგვიანებით კადიროვმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ლიკვიდირებული ბანდიტების ვინაობა დაადგინეს. ორი მათგანი სოფელ გელდაგენის მკვიდრია, ერთი კი გროზნოსთან ახლოს მდებარე არღუნის დასახლებიდან იყო. წინასწარი ინფორმაციით, ჯგუფის ლიდერი ერთ-ერთ მეზობელ რეგიონში ცხოვრობდა.

კადიროვის თქმით, ის მომხდარის შემდეგ დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და სიტუაციას პირადად აკონტროლებდა. ჩეჩნეთის მეთაურის განცხადებით, ამ დროისთვის გროზნოში მშვიდი ვითარებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]