weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ჩეჩნეთში მოსწავლეებს სკოლაში ჰიჯაბის ტარების უფლება ექნებათ

17:42 პარასკევი, 31 მარტი 2017

ჩეჩნეთის პარლამენტმა განათლების შესახებ კანონში ცვლილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს აღმსარებლობის შესაბამისად, სკოლებში ტრადიციული რელიგიური სამოსის და ნივთების ტარების უფლება ექნებათ.

პარლამენტში აცხადებენ, რომ რელიგიური სამოსის და სიმბოლოების ტარების უფლება რუსეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის კონსტიტუციებით არის განმტკიცებული.

კანონის მიღებას წინ საჯარო პოლემიკა უძღოდა. რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრი ოლგა ვასილიევა აცხადებდა, რომ რუსეთში სკოლის მოსწავლეები ჩაცმულობითა და სხვადასხვა ატრიბუტებით საკუთარ აღმსარებლობას ხაზს არ უნდა უსვამდნენ. მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკოლაში ჰიჯაბი არ უნდა იყოს.

მინისტრის ამ განცხადებას ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი გამოეხმაურა. „ჩემი სამი გოგო სკოლაში სწავლობს. აფარიათ ჰიჯაბი და აქვთ საუკეთესო ნიშნები. ოლგა ვასილიევას უნდა, რომ მათ თავსაბურავი მოიხადონ? გოგონები ამას არასოდეს გააკეთებენ“, - აცხადებდა კადიროვი.

2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან, გროზნოში არსებულ სკოლებში მოსწავლეებისთვის ფორმები შემოიღეს, რომელიც გოგონებისთვის თავსაბურავსაც ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ რუსულ სკოლაში ჰიჯაბის ტარების საკითხი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით რეგულირდება. 2013 წელს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო სტავროპოლის მხარის საჯარო სკოლებში ჰიჯაბზე დაწესებული აკრძალვა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე, 2012 წელს, სტავროპოლის რამდენიმე რაიონში კონფლიქტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მუსლიმი გოგონები, რომლებიც ჰიჯაბს ატარებდნენ, სკოლებში არ შეუშვეს.

როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, მაშინ კონფლიქტში პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ჩაერია და განაცხადა, რომ სკოლაში ჰიჯაბის ტარებაში კარგი არაფერია. მისი სიტყვებით, ასეთი ტრადიცია რუსეთის მუსლიმურ რეგიონებშიც კი არასოდეს ყოფილა.

კონფლიქტის შედეგად, სტავროპოლის მხარის ყველას სკოლაში ფორმები დააწესეს. მოსწავლეებს აეკრძალათ თავსაფრების, მათ შორის ჰიჯაბის და სხვა რელიგიური სამოსის ტარება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]