weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სომხეთის რევოლუცია ჯავახელი სომხების დამსახურებაც არის - ნიკოლ პაშინიანი

12:19 პარასკევი, 01 ივნისი 2018

„სომხეთში მომხდარი რევოლუცია ყველა სომეხის დამსახურებაა, მათ შორის ჯავახელი სომხებისაც. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის ხალხი, ამ რევოლუციით შთაგონებული, სომხეთის ყველა კუთხეს განავითარებს და ასევე, ჯავახელი სომხები განავითარებენ სომხებით დასახლებულ საქართველოს მხარეებს, რითიც ქვეყანას გააძლიერებენ“, - ციტირებს Jnews სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის კომენტარს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან ერთად, ახალქალაქში ადგილობრივ მოსახლეობას 31 მაისს შეხვდა.

ახალი ამბების სააგენტოს, Jnews-ის ინფორმაციით, ნიკოლ პაშინიანმა ხალხს ახალქალაქის კულტურის სახლში მიმართა: „სომხეთის პრემიერ-მინისტრად სიყვარულისა და სოლიდარობის რევოლუციის შედეგად ამირჩიეს და ახლა ჩამოვედი საქართველოში, რათა ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას გადავცე სიყვარულისა და სოლიდარობის გზავნილი. ვხედავ, რომ ამ გზავნილმა მიზანს მიაღწია“.

ნიკოლ პაშინიანის თქმით, სომხეთს საგარეო პოლიტიკის საქართველოსგან განსხვავებული ხედვა აქვს, მაგრამ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. „იმიტომ, რომ სომხურ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მათ [ორ ქვეყანას] ერთი და იგივე შეხედულებები აქვთ, საგარეო პოლიტიკისგან დამოუკიდებლად“.

შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ძლიერება, სომხეთის ძლიერებას ნიშნავს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 30-31 მაისს იმყოფებოდა. თბილისში ის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა 8 მაისს აირჩია. მის არჩევას წინ ერთთვიანი ხალხმრავალი საპროტესტო აქციები უძღოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]