weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაქოს ცენტრიდან იურისტი ემინ ასლანოვი გაიტაცეს

16:36 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

აზერბაიჯანის დედაქალაქიდან იურისტი ემინ ასლანოვი გაიტაცეს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის დასრულების შემდეგ, სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

Maydan.tv-ს ინფორმაციით, ემინ ასლანოვი უცნობმა პირებმა ავტომობილში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ასლანოვის ოჯახმა მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს მალევე შეატყობინა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფება ახალგაზრდა მამაკაცი.

„ემინი ხალხმრავალ ადგილზე აიყვანეს, სადაც მრავალი სათვალთვალო კამერაა. თვითმხილველებმა „მერსედესის“ მარკის ავტომობილის ნომრის ჩაწერა მოასწრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცავებს ვითარების გარკვევა არ უნდა გასჭირვებოდათ. აქტივისტების ჯგუფი ვიმყოფებოდით ბაქოს პოლიციის მთავარ სამმართველოში, ასევე შს სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსა და პოლიციის რამდენიმე განყოფილებაში, თუმცა, გვითხრეს, რომ ემინი იქ არ არის“, - განაცხადა არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის დირექტორმა ანარ მამედლიმ.

ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ ავტომობილი, რომლითაც ემინ ასლანოვი გაიტაცეს, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს ეკუთვნის.

მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

ემინ ასლანოვი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სირაკუზის უნივერსიტეტში ორი წელი სწავლობდა და სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. აშშ-ში წასვლამდე ის რამდენიმე ორგანიზაციაში იურისტად მუშაობდა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად სარჩელების ამზადებდა. გარკვეული პერიოდი ემინ ასლანოვი საქართველოშიც ცხოვრობდა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის თანამშრომელი იყო.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]