weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანში 20-მდე ოპოზიციონერს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

00:25 პარასკევი, 27 იანვარი 2017

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა 20-მდე ოპოზიციონერს, რომლებიც დამნაშავედ გამოცხადდნენ მთავრობის გადადგომისაკენ საჯარო მოწოდებებით, აგრეთვე ეთნიკური, რელიგიური და სოციალური სიძულვილის გაღვივებაში.

თეოლოგ თალე ბაღირზადეს, რომელიც „მოძრაობას მუსლიმთა ერთიანობისათვის“ ხელმძღვანელობს და მის მოადგილე აბას ჰუსეინოვს, 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე ფუად ყაჰრამანლის - 10 წლით, ხოლო კიდევ 16 ოპოზიციონერ აქტივისტს - სხვადასხვა ვადით პატიმრობა.

ყაჰრამანლის გარდა, ყველა დანარჩენი მსჯავრდებული 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ბაქოსთან მდებარე სოფელ ნარდარანში ჩატარებული რეიდების დროს დააკავეს. ამ ოპერაციის დროს შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი პოლიციელი.

რაც შეეხება ფუად ყაჰრამანლის, ის ნარდარანის რეიდებიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს, როდესაც მან სოციალურ ქსელში სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შესახებ დაწერა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებები შეთითხნილია და მსჯავრდებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ დანაშაული წამების დროს აღიარა.

უფლებადამცველების მონაცემებით, „ნარდარანის საქმეზე“ სულ 87 ადამიანია დაპატიმრებული. დაკავებულთა კიდევ ორ ჯგუფს, როგორც ჩანს, მოგვიანებით გაასამართლებენ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]