weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

რუსეთი 2018: ეგვიპტის ნაკრები გროზნოში ვარჯიშობს

17:53 სამშაბათი, 12 ივნისი 2018
ფოტოზე: კადიროვი, სალაჰი და ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი ფოტოზე: კადიროვი, სალაჰი და ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი

ეგვიპტის ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში იქნება ბაზირებული.

ეგვიპტის ეროვნული ნაკრები გროზნოში ორი დღის წინ ჩაფრინდა და სპორტ-კომპლექს „ახმატ არენაზე“ ვარჯიშობს. 15 ივნისს ეგვიპტე ურუგვაის შეხვდება, 19 ივნისს მასპინძელი რუსეთის ნაკრებს, 25 ივნისს კი - საუდის არაბეთს.

გროზნოში იმყოფება ეგვიპტის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ლიდერი მოჰამედ სალაჰი, რომელთან გადაღებული ფოტოებიც ჩეჩნეთის რესპუბკლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„გროზნოში მსოფლიო საფეხბურთო ზეიმის სული უკვე ტრიალებს. მოჰამედ სალაჰი გაკვირვებული და აღელვებულია იმით, რომ ჩეჩნეთში ასე უყვართ და აფასებენ“, - განაცხადა კადიროვმა.

მისივე თქმით, სალაჰი მსოფლოში საუკეთესო ფეხბურთელი და იდეალური ადამიანია. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება შემდეგ 11 ქალაქში: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სამარა, სარანსკი, დონის როსტოვი, სოჭი, ყაზანი, კალინინგრადი, ვოლგოგრადი, ნიჟნი ნოვგოროდი და ეკატერინბურგი.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]