სამი თვის წინ მაგომედოვმა UFC 223-ის ფარგლებში ამერიკელი ელ იაკვინტა დაამარცხა და მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მას შემდეგ, რაც კონორ მაკგრეგორს UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი ჩამოერთვა და იგი ახალ ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვს გადაეცა, გაჩნდა მოლოდინი და ცნობები იმის შესახებ, რომ ხაბიბი ტიტულს მაკგრეგორთან დაიცავდა. რამდენიმე დღის წინ კი ნურმაგომედოვის მამამ განაცხადა, რომ მაკგრეგორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და ბრძოლა, სავარაუდოდ, 6 ოქტომბერს, UFC 229-ზე გაიმართება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო