weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბარეს

14:12 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაკითხვაზე ქვეყნის ექს-პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დაიბარა. საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ქოჩარიანი 2008 წლის დასაწყისში გამართული დემონსტრაციების დროს მოქალაქეების მკვლელობის საქმეზე ჯერ-ჯერობით მოწმედაა დაბარებული.

ხსენებულ დროს, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - პოლიციის ორი თანამშრომელი.

2008 წლის საპროტესტო გამოსვლების დარბევის საქმის გამოძიების ფარგლებში ასევე ძებნა გამოცხადდა სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრზე მიქაელ არუთუნიანზე, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფო წესრიგის დამხობის მცდელობასა და მიტინგების დასაშლელად ჯარის არამართლზომიერ გამოყენებაში.

2008 წლის დემონსტრაციების შესახებ საქმის გამოძიებას სომხეთში ახალი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ღირსების საქმეს უწოდებენ. ფაშინიანი თავად მონაწილეობდა ოპოზიციურ მოძრაობაში, 2010 წელს კი არეულობების ორგანიზების ბრალდებით მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ფაშინიანმა საპატიმროში ერთ წელზე მეტი გაატარა, 2011 წელს კი ამნისტიით გათავისუფლდა. სომხეთის პრემიერს არაერთხელ განუცხადებია, რომ აქციების დროს მოქალაქეების მკვლელობის საქმის გამოძიებას წერტილი უნდა დაუსვას.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან 2008 წლის აპრილამდე იკავებდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]