weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ბრალი წაუყენეს

10:28 პარასკევი, 27 ივლისი 2018

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ადანაშაულებენ 2008 წელს, საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივ ჩახშობაში, რასაც ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქოჩარიანს ბრალი საკონსტიტუციო წყობის დამხობის მუხლით წარედგინა.

სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ახალ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს: „შესაძლოა ციხეში აღმოვჩნდე. ჩავჯდები, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ“, - ციტირებს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ქოჩარიანის კომენტარს.

ერევანში საპროტესტო აქციები 2008 წლის თებერვალში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოქალაქეები ქუჩაში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამოვიდნენ. არჩევნებში თავად რობერტ ქოჩარიანი კენჭს არ იყრიდა. ის მხარს უჭერდა სერჟ სარგსიანს, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადდა. 1-ელ მარტს, ერევანში, თავისუფლების მოედანთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა,  რის შედეგადაც ათი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.

სერჟ სარგსიანი სომხეთს 10 წლის განმავლობაში მართავდა, თუმცა აქციაზე ხალხის დაღუპვის გარემოებები გამოძიებული არ ყოფილა. სარგსიანი 2018 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების გამო გადადგა. 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა სასუნ ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ საგამოძიებო სამსახურში არსებობს პოლიტიკური ნება „პირველი მარტის საქმის“ გამოსაძიებლად. 3 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიკაელ არუთუნიანს ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა. სასამართლომ ყოფილ მინისტრს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]