ConIFA-ის ინფორმაციით, ჩემპიონატი მომავალი წლის ივნისში ჩატარდება და მასში 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 2014 წელს შვეიცარიაში ჩატარდა, 2016 წელს აფხაზეთში, 2018 წელს კი ინგლისში.
დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია 2013 წელს დაფუძნდა და 25-ზე მეტ იმ არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო გუნდებს აერთიანებს, რომლებიც FIFA-ს წევრები არ არიან.