weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერმანია მზად არის ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლის როლი შეასრულოს

16:01 შაბათი, 25 აგვისტო 2018

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 25 აგვისტოს ბაქოში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ გერმანია მზად არის ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში შუამავლის როლი შეასრულოს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

„გერმანიას სურს, მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყოს“, - უთხრა მერკელმა ჟურნალისტებს.

ერთი დღით ადრე, ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთანაც განიხილა: „ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა ამ კონფლიქტის გადაწყვეტა. მაგრამ მნიშვნელოვანია ეს მშვიდობიან ატმოსფეროში მოხდეს. გერმანია მზად არის ამას ხელი შეუწყოს“, - თქვა მერკელმა და ხაზი გაუსვა, რომ გერმანია ეუთოს (OSCE) მინსკის ჯგუფის წევრია.

მერკელის კავკასიური ტურნე 23 აგვისტოს საქართველოდან დაიწყო. 24 აგვისტოს ის ერევანში გაემგზავრა, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან მოლაპარაკებები გამართა, ხოლო დღეს, 25 აგვისტოს ბაქოში ჩავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]