weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გროზნოში კადიროვის ბრძანებით ჩატარებულ კონგრესს საქართველოდანაც ესწრებოდნენ

11:53 პარასკევი, 14 სექტემბერი 2018

11-12 სექტემბერს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, ვაინახი ხალხის პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი გაიმართა. კონგრესს სახელწოდებით „კავკასიელ ხალხთა ეთნოგენეზი და ეთნიკური ისტორია“, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 11 სექტემბერს კონგრესზე სიტყვით ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვიც გამოვიდა.

კონგრესის ჩატარების ბრძანებულებას რამზან კადიროვმა წლის დასაწყისში მოაწერა ხელი. ღონისძიება ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმად ხაჯი კადიროვის სახელობის ფონდმა დააფინანსა.

„საიდან დაგვებადა ასეთი კონგრესის ჩატარების იდეა? ჩვენს ფილოლოგებს, ისტორიკოსებს სხვადასხვა კითხვას ვუსვამდი: საიდან ვართ, ვინ ვართ და რამდენი წლისანი ვართ? სხვადასხვა პასუხს ვიღებდი. კონკრეტულად კავკასიის ხალხთა ისტორია არავის შეუსწავლია. თუ გვეცოდინება საკუთარი ისტორია, წარმოშობა, შევქმნით ფუნდამენტს, რომ აღარასოდეს გამოგვიყენონ, რომ არ თქვან, ჩეჩენს მხოლოდ ომში ბრძოლა შეუძლიაო. ახმად ხაჯიმ ასეთი რამ განაცხადა: ჩვენ უნდა აღვზარდოთ ექიმები, პროფესორები, სპორტსმენები, კულტურის მუშაკები. სულ რატომ უნდა ვომობდეთ და რატომ არ უნდა ვცხოვრობდეთ? ჩვენ უკვე მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას, რადგან დღეს აქ შევიკრიბეთ და ისტორიაზე ვსაუბრობთ. ისტორია ბავშვობიდანვე უნდა ვისწავლოთ - ნამდვილი ისტორია და არა ცრუ პატრიოტების მიერ მოგონილი. ვფიქრობ, რომ მომავალი თაობა მადლობელი იქნება. შევისწავლით ჩვენს ისტორიას, რათა შვილები და შვილიშვილები თავიანთი წინაპრებით ამაყობდნენ. კიდევ ერთხელ უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, ვინც კონგრესზე საკუთარი სიტყვის სათქმელად ჩამოვიდნენ. ყველაზე საჭირო და აუცილებელი ხალხი ხართ“, - მიმართა კადიროვმა კონგრესის მონაწილეებს.

კადიროვის თქმით, მსგავსი კონფერენციების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

როგორც სააგენტო „გროზნი ინფორმი“ წერს, კონგრესის ფარგლებში რამდენიმე სექცია სხვადასხვა თემაზე მუშაობდა: „კავკასიის ხალხების ეთნოგენეზის პრობლემები“, „ვაინახი ხალხის ჩამოყალიბების პროცესი და პერიოდები“, „ენა როგორც ეთნოგენეტიკური კოდი“, „მიგრაციის გავლენა ხალხების ეთნოგენეზზე“, „ჩეჩენი ხალხის ეთნოგენეზისა და ეთნიკური ისტორიის პრობლემები“ და ა.შ. კონგრესის ბოლოს კი მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს.

რამზან კადიროვის ინიციატივით ჩატარებულ კონგრესს საქართველოდან ჩასული ისტორიკოსები და მეცნიერებიც ესწრებოდნენ. ცნობილია, რომ მათ შორის იყვნენ გელა თეთრაული, ლევან და ნიკოლოზ მეტრეველები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]