weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ერევნის მერი მსახიობი ჰაიკ მარუთიანი იქნება

14:53 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018
ფოტოზე ჰაიკ მარუთიანი და ნიკოლ ფაშინიანი ფოტოზე ჰაიკ მარუთიანი და ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ერევნის უხუცესთა საბჭოს (საქალაქო საბჭოს) ვადამდელ არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ მხარდაჭერილმა ბლოკმაჩემმა ნაბიჯმაგაიმარჯვა.

„ჩემს ნაბიჯს“ ამომრჩეველთა 81%-ზე მეტმა (294 109 ხმა) დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე პარტია „აყვავებული სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ხმების 6,95% (25 219 ხმა) მიიღო, მესამეზე კი - ალიანსი „სინათლე“ ხმების 4,99%-ით (18 112 ხმა). არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 43,65% შეადგინა.

კანონის თანახმად, ერევნის მერს უხუცესთა საბჭო ირჩევს. იქიდან გამომდინარე, რომ ბლოკს მსახიობი და პროდიუსერი ჰაიკ მარუთიანი ხელმძღვანელობდა და სიის სათავეშიც იყო, მერის თანამდებობას სწორედ ის დაიკავებს. ჰაიკ მარუთიანი უფლებამოსილების განხორციელებას 10 ოქტომბრიდან შეუდგება.

მარუთიანი ერევანშია დაბადებული, სადაც 1992-1997 წლებში საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა. იგი კომედიური როლებით ცნობილი მსახიობია. არის რამდენიმე სურათისა და სერიალის პროდიუსერი და სცენარისტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]