აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანი გამოცდილების გაცვლის მეშვეობით ჯარებს შორის კოორდინაციის გაზრდა და ერთობლივი ოპერაციების ჩატარებით ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების თანამშრომლობის მიღწევაა.
ნახიჩევანში ერთობლივი წვრთნები 16 ივნისამდე გაგრძელდება.
სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ორი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო წვრთნები აზერბაიჯანში მაისშიც ჩატარდა.