weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაცლავ ჰაველის პრემია ჩეჩნეთში დაპატიმრებულმა ოიუბ ტიტიევმა მიიღო

06:20 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებების პრემია მიანიჭა უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის ფილიალის ხელმძღვანელს, ოიუბ ტიტიევს, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

„ჩვენ კარგად ვიცით რა სირთულეებს აწყდებიან ტიტიევი და მისი კოლეგები. ეს არის იმ სამუშაოს აღიარება, რომელსაც ის და „მემორიალი“ ეწევა. ეს ასევე არის გზავნილი ყველასთვის, ვინც ამ რეგიონში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს. გააგრძელეთ თქვენი საქმე და გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მარინ-პასკიემ.

ოიუბ ტიტიევი 2018 წლის დასაწყისში დააკავეს. მას ბრალად 206,9 გრამი მარიხუანას შენახვა ედება. თავად ტიტიევი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება ავტომანქანაში სამართალდამცავებმა ჩაუდეს, შემდეგ კი დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.

ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 2013 წელს, პრაღის ჰაველის სახელობის ბიბლიოთეკასთან და ფონდ „ქარტია 77“-თან ერთად დააფუძნა. პრემია მიენიჭება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გამორჩეულ სამოქალაქო აქტივისტებს. ჯილდოს ოდენობა 60 ათასი ევროა.

2013 წელს პრემია გადაეცა ალეს ბიალიაცკის (ბელარუსი), 2014 წელს ანარ მამადლის (აზერბაიჯანი), 2015 წელს ლუდმილა ალექსეევას (რუსეთი), 2016 წელს ნადია მურადს (ერაყი), 2017 წელს კი მურატ არსლანს (თურქეთი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]