weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორი იქნება რეაბილიტაციის შემდეგ რომანოვების სასახლე ლიკანში [Video]

17:58 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018

ლიკანში, ისტორიული პარკის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე არსებულ XIX საუკუნის ისტორიულ შენობა-ნაგებობებს სრულმასშტაბიანი რესტავრაცია ჩაუტარდება.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ავთენტურ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. ისტორიული სასახლის სივრცე სამუზეუმო ექსპოზიციას დაეთმობა, სადაც რესტავრირებული ნივთები და სხვა კულტურული ფასეულობები გამოიფინება. დენდროლოგიური გეგმის მიხედვით მოეწყობა ისტორიული პარკი, სადაც ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობები და საფეხმავლო ხიდი განთავსდება.

ლიკანის ისტორიული კომპლექსი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი გახდება და მის მარშუტებში ინტეგრირდება.

ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტრომ ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია 2016 წელს 25-წლიანი მართვის უფლებით სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს, „საპარტნიორო ფონდს“ გადასცა.

არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი კომპანია „ლიკანი რეზიდენსის“ დაფინანსებით განხორციელდება. სამუშაოების შესასრულებლად 771 000 ლარი დაიხარჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]