weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჩხერეში ფინკა ბანკის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა

10:30 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

11 ოქტომბერს, საჩხერეში, აღმაშენებლის #5-ში, ფინკა ბანკის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება დახვდებათ. გამორჩეულია სერვის ცენტრის ინტერიერის დიზაინი, რომლის მიზანია მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის მყუდრო და სასმიანოვნო გარემოს შექმნა.

სერვის ცენტრის გახსნაზე ფინკა ბანკის რეგიონალურ ოპერაციათა მენეჯერმა ხათუნა ჭელიძემ აღნიშნა, რომ ფინკა ბანკი უკვე 14 წელია საჩხერეშია და ეს ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ეს რეგიონი. „მოხარულები ვართ, რომ დღეიდან საჩხერეში მომხმარებლებს განახლებული სერვის ცენტრიდან მოვემსახურებით და სრულ საბანკო მომსახურებას გავუწევთ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ველოდებით ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ისარგებლონ ჩვენი განახლებული პირობებით როგორც სესხებზე, ასევე დეპოზიტებზე. ფინკა ბანკში სერვის ცენტრების განახლების პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება“.

განახლებული სერვის ცენტრის გახსნას მეწარმეებთან და ფერმერებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბენიამენ ფალავანდიშვილის თქმით, საჩხერეში თანამედროვე სტანდარტების სერვის ცენტრის გახსნა არის დამატებითი შესაძლებლობა ფერმერებისთვის და ყველა ადგილობრივისთვის, რომ ისარგებლონ მათზე მორგებული საბანკო პროდუქტებით და სერვისებით, „სასიხარულოა, რომ ფინკა ბანკი აგრძელებს აქტიურობას ჩვენს რეგიონში, განახლებული სერვის ცენტრი ხელს შეუწყობს რეგიონის მცირე მეწარმეებს და ფერმერებს განვითარებაში.“ 

საჩხერის სერვის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ ფინკა ბანკის მომხმარებლები. მცირე მეწარმე ვეფხია კილაძე, რომელიც ფინკა ბანკის დახმარებით ცდილობს მისი საქმიანობის გაფართოებას, ამბობს, რომ მასზე მორგებული პროდუქტები საშუალებას აძლევს დაგეგმოს და განავითაროს მცირე ბიზნესი. „ფინკა ბანკში სწრაფად მემსახურებიან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“.

ფინკა საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ, მრავალი წელია მომხარებლებს სრულ საბანკო პროდუქტებს და სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება, თანხის გადარიცხვა, კომუნალური გადასახადების გადახდა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტის გახსნა და სხვა.  

„ფინკა ბანკი“ უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზეა. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, სიახლეები და საინტერესო შეთავაზებები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

[R] ფინკა ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]