weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მიწის კანონში უცხოელი ინვესტორებისთვის დიდ დაბრკოლებას ვერ ვხედავთ – ქობულია

14:20 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

„ბევრი უცხოელი ინვესტორი უკმაყოფილოა იმით, რომ ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც უცხოელს არ შეუძლია მიწის შეძენა საქართველოში. მაგრამ ჩვენი შეხედულება ასეთია - უცხოელ ინვესტორს შეუძლია მიწა იჯარით აიღოს დიდი ხნით - 50 წლით. თუ მას ბიზნესის გაკეთება უნდა ამ მიწაზე, ეს აბსოლუტურად საკმარისია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

ქობულიას თქმით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი რამდენიმე კვირაში მზად იქნება, ამჟამად კი მთავრობა კონსულტაციებს მართავს.

„თუ უცხოელი ქართულ კომპანიასთან საერთო საწარმოშია, მას აგრეთვე შეუძლია მიწის ყიდვა. მაგრამ მიწის ყიდვას არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ბიზნესის წარმოებისთვის, რადგან მიწის აღება იჯარითაც არის შესაძლებელი. 50 წელზე მეტხანს არცერთი ბიზნესი არ ანგარიშობს თავის ფუნქციონირებას. ვერ ვხედავთ მიწის კანონში ძალიან დიდ დაბრკოლებას. ეს არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. ვისთვისაც ეს ფსიქოლოგიური დაბრკოლებაა, ყველა საქართველოში ვერ განახორციელებს ინვესტიციას. ისედაც პატარა ქვეყანა ვართ და პირიქით, ვინც მოასწრებს - მოასწრებს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან.

2017 წლის 23 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც უცხოელებს ეზღუდებათ საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლება. მორატორიუმი ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე იქნება.

ახალი კონსტიტუციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამასთან, გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]