„პროგნოზების გაკეთება არამადლიერი საქმეა, მაგრამ ვიტყოდი შემდეგს: რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებთან ერთად ფუნდამენტალურად ლარის მდგომარეობის ანალიზს ვაკეთებთ. საქართველოს ვალუტა ამ რეგიონში და ზოგადად, ერთ-ერთი მყარი და ერთ–ერთი საფუძვლიანი ვალუტაა. ჩვენ ვალუტას დღესდღეობით ფუნდამენტალურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს. ის გაუფასურება, რომელიც მოხდა - დღეს რომ მოძრაობს - 2.69; 2.67; 2.66 - ვალუტის ასეთ მოძრაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი გადახრები არის მინიმალური გადახრები და ეს გადახრები არაფერზე მეტყველებს. გადახრები ჩანს, როდესაც ვალუტა 20–30% გაიაფდება.
გვქონდა, როგორც მახსოვს, 15% გაიაფება, რაც დაკავშირებული იყო რეგიონში მძიმე კრიზისთან. რატომ ხდება ეს? იმიტომ კი არა, რომ ლარს აქვს პრობლემა, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ინვესტორი, რომელსაც ხელში ლარი უჭირავს და გარშემო რეგიონს უყურებს. მაგალითად, ხედავს, თურქეთში თურქული ლირა გაუფასურდა, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანი, ზის ოფისში და ემართება პანიკა, ანუ მისი მოლოდინია, რომ რადგანაც თურქეთში გაუფასურდა, რუსეთში გაუფასურდა ე.ი. შესაძლოა აქაც გაუფასურდეს და ემოციური მოლოდინის საფუძველზე ყიდის ლარს“, – განაცხადა ქობულიამ.
მისივე თქმით, ლარს გამყარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და საკმაოდ მცირე ხანში, შეიძლება საგრძნობლად გამყარდეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6855 ლარია. ევროს კურსი კი 3.1095 ლარს შეადგენს.