weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამგორიდან ლილოს და აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტრო აშენდება - კალაძე

11:46 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორიდან ლილოს, ასევე აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტრო აშენდება, რომელიც 200 ათას ადამიანს მოემსახურება. პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყება. მიწისზედა მეტრო ექსპლუატაციაში ეტაპობრივად, 2020-2022 წლებში შევა.

„თბილისის მერიამ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ ახალი პროექტი, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყება. ეს არის ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით, ასევე სამგორი- აეროპორტი, აეროპორტი-სამგორი. მგონია რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 8 ახალი სადგური აშენდება და დაიხარჯება 90 მილიონი დოლარი. აქედან დაახლოებით 30 მილიონამდე მეტროს ვაგონების ღირებულებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ ეკოტრანსპორტის ხედვის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, ამ მიმართულებებზე მეტროს 6 ახალი შემადგენლობა იმოძრავებს, მოცდის შუალედი კი 10 წუთი იქნება.

კალაძის თქმით, პროეტის განხორციელება ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას შეუწყობს ხელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]