ივანიშვილმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერია.
„არის თუ არა ესეთი ტრაგიკული მდგომარეობა დღეს საქართველოში, გნებავთ კორუფციასთან და გნებავთ ეკონომიკასთან მიმართებაში. მინიმუმ 2-ჯერ არის გაზრდილი ტემპი ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკაში. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოდელირებული იყო ყველა ტელევიზია, საზოგადოებაც შესმული ჰყავდათ ამაზე, რომ საოცარი აღმშენებლობის პროცესი მიდის. დავით აღმაშენებელსაც კი ედრებოდა მათი ლიდერი, ისე გავიდა ზონიდან“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, განცდა, რომ საქართველოში კორუფციაა ძირითადად „რუსთავი 2“-დან „ლაგდება“.
„მე არ ვამბობ, რომ იდეალური მთავრობაა საქართველოში. იდეალური მთავრობა მსოფლიოში არსად არ არის. ვის დავუჯეროთ, „რუსთავი 2“–ს, თუ სტატისტიკას?!“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვა ყოფილი მინისტრების - დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის შესახებაც დაუსვეს, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა: „როგორც ვიცი, ქუმსიშვილი–ალავიძე პროკურატურაშიც იყვნენ დაძახებულები. ესე იგი, კითხვები აქვთ მათ მიმართ, ჯერ საბუთები არ გამოქვეყნებულა. არავითარი არგუმენტები არ გვაქვს. ეჭვები და მინიშნებები თუ არის, მაგას გამოძიება სჭირდება და მტკიცებულებები და არა „რუსთავი 2“.