weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

13:17 ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018

15-17 დეკემბერს საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება, რომლის მიზანი ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავისა და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

კონკურსის პირობების მიხედვით, ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული; ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მწარმოებელი კომპანიის სრული და ღვინის დასახელება, ჩამოსხმის წელი, ყურძნის ჯიში, რეგიონი/ქვეყანა და მოცულობა. წარდგენილი ღვინო 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს.

საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასიჯნავს. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იქნება. გამარჯვებულ ღვინოს შესაბამისი დიპლომი გადაეცემა.

საფერავის საერთაშორისო კონკურსი ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. მისი ორგანიზატორი ასოციაცია „ქართული ღვინოა“.

საფერავი ყველაზე გავრცელებული ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მისგან მზადდება მაღალხარისხიანი წითელი მშრალი ღვინოები დაძველების დიდი პოტენციალით. საფერავი გამოიყენება ტკბილი, ნახევრად ტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლადაც. ამ ჯიშისგან მზადდება საყოველთაოდ აღიარებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „მუკუზანი“, „ნაფარეული“(წითელი), „ახაშენი“, „ქინძმარაული“, ასევე ჯიშური დასახელების „საფერავი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]