weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მესამე კვარტალში მცირე ბიზნესის შემოსავლები გაორმაგდა

13:31 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წლის მესამე კვარტალში მცირე ბიზნესის შემოსავლები გამორმაგდა და თითქმის 100%-ით გაიზარდა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 1-ლი ივლისიდან მცირე მეწარმეებისთვის უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა, რაც გადასახადების 1%-მდე შემცირებას გულისხმობს: „ამ საკითხის ინიციატორი მე გახლდით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე და ეს შედეგი მართლაც არის უნიკალური და მინდა ობიექტურად აღვნიშნო, იმაზე მეტი, ვიდრე მქონდა ჩემს გათვლებში და პროგნოზში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას“.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს და ქვეყნის ეკონომიკის წარმატება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე გადის.

„ამ ციფრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა პროგრამა და შევქმნათ ახალი მექანიზმები იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აქტიური მეწარმეების რაოდენობა 70 ათასს აღემატება და რეგისტრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]