weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

თურქეთში სასტუმროების დაჯავშნის საიტი Booking.com დაბლოკეს

10:34 შაბათი, 15 აპრილი 2017

თურქეთის საარბიტრაჟო სასამართლომ სასტუმროების დაჯავშნის საიტის Booking.com-ის დაბლოკვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს განმარტებით, ინტერნეტ კომპანია არაჯანსაღ კონკურენციაშია ეჭვმიტანილი.

პრეტენზიები ჰოლანდიურ კომპანიასთან თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციას გაუჩნდა. ასოციაცია Booking.com-ს სასტუმროებისა და ავიაბილეთების დაჯავშნის დროს, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, თურქეთის ანტიმონოპოიურმა სამსახურმა ინტერნეტ კომპანია 700 ათასი დოლარით დააჯარიმა.

ინტერნეტ ოპერატორი Booking.com 1996 წელს ნიდერლანდებში დაფუძნდა. როგორც „ბი ბი სი“ წერს კომაპნია არაერთხელ გამხდარა ტუროპერატორების უკმაყოფილების ობიექტი. სხვადასხვა ქვეყანაში მას ფასებზე ზეწოლასა და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

Booking.com-ის მიმართ პრეტენზიები საქართველოშიც არსებობს. კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის სოლომონ მენაბდიშვილის განცხადებით, Booking.com სასტუმროებს ფასის განსაზღვრის თავისუფლებას უზღუდავს. როგორც მენაბდიშვილი განმარტავს, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სასტუმროებს არ აქვთ უფლება არსებულზე დაბალი ფასი დაუწესონ სხვა ონლაინ პორტალებს.  თვითონ სასტუმროსაც თავის ვებ-გვერდზე არ შეუძლია უფრო დაბალი ფასის დაწესება.

„ეს ყველაფერი ფასის ზრდას იწვევს, რადგან სასტუმროს არ აქვს სურვლი ვინმე სხვას დაბალი ფასი შესთავაზოს. ასევე ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლებას და თავისუფალი კონკურენციას ზღუდავს, რადგან სასტუმროებს უზღუდავს ფასის განსაზღვრის თავისუფლებას”, - განაცხადა  მენაბდიშვილმა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას.

კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა Booking.com-ის წინააღმდეგ განცხადება კონკურენციის სააგენტოში შეიტანა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]