weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სესხის გაცემაზე ახალი საბანკო რეგულაციები ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება

12:24 სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შეზღუდვის რეგულაციები, რომლებიც კომერციული ბანკებისთვის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. პირველი არხის ინფორმაციით, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ დაგეგმილი რეგულაციები შერბილდა და ამჟამად ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ნოემბრიდან საბანკო სექტორისთვის ახალი რეგულაციები უნდა ამოქმედებულიყო. ჯერ კიდევ არსებული პროექტის მიხედვით, იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი; უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება, ხოლო ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი; ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

არსებული პროექტის მიხედვით, იცვლება სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. განსაზღვრული იყო ექვსი საშემოსავლო საფეხური და სესხის კოეფიციენტი:

  • თვეში 10 000 ლარზე მეტი – ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს;
  • თვეში 7 000-10 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30 %, ანუ 3000 ლარამდე;
  • თვეში 5 000-7 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25 %, ანუ 1 750 ლარამდე;
  • თვეში 3 000-5 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 %, ანუ 1000 ლარამდე;
  • თვეში 1 000-3 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 %, ანუ 600 ლარამდე;
  • თვეში 1 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 %, ანუ 200 ლარამდე.

ამ დროისთვის უცნობია, როდის დაასრულებს ეროვნული ბანკი ახალ პროექტზე მუშაობას და როდის შევა ძალაში ახალი რეგულაციები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]