weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება – მაია ცქიტიშვილი

13:35 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება. ცქიტიშვილის თქმით, პროგრამის ეფექტიანობას თვითმმართველობები გააკონტროლებენ.

ამ საკითხზე საუბრისას მინისტრმა განმარტა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება პროექტები, რომელთა ღირებულება 50 000 ლარი და მეტია, მაგრამ ხშირად სოფლებში მცირე პროექტების საჭიროებაც არის. მან ამის მაგალითად სკვერების მოწესრიგება, უბნის კეთილმოწყობა, სანიაღვრეების გაწმენდა და სხვა მცირე სამუშაოები დაასახელა.

„პროგრამა აღდგა, თუმცა არა იმ მასშტაბით, რაც ადრე იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, ეს პროგრამა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მივმართეთ, რაც მის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ბიუჯეტი 20 მილიონია. აუთვისებლობის შემთხვევაში, პროექტების სიმცირის შემთხვევაში, თანხა ისევ რეგიონული განვითარების ფონდს დაუბრუნდება“, – განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამის დეტალები საკითხის განხილვისას კიდევ უფრო დაზუსტდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსებას ხმარდებოდა. კერძოდ, თანხა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის და სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად გამოიყოფოდა. 2009-2011 წლებში პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად 40 მილიონი ლარით განისაზღვრებოდა, 2012 წლიდან კი ფინანსური რესურსი 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

პროგრამის მთავარი დანიშნულება სოფლების დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის უნარების განვითარებაც იყო. ეს გულისხმობდა დასაფინანსებელ პრიორიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას სოფლის კრებებზე. გამოყოფილი თანხის ხარჯვას კი მუნიციპალიტეტები ახორციელებდნენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2016 წელს გაუქმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]