ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე აღნიშნული მონეტების გამოცვლა შესაძლებელია როგორც ეროვნულ ბანკში, ისე საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში.
ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის ავერსზე დატანილია – გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი „50“ და წარწერა – „თეთრი“; რევერსზე – ბორჯღალი, ციფრები წარწერები: „საქართველოს რესპუბლიკა“, „REPUBLIC OF GEORGIA“.
აღნიშნულ მონეტებს გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი 2018 წლის პირველი იანვრიდან აღარ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება არ გააჩნიათ.