weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2019 წლიდან მაღაზიაში ხურდის სახით 1 და 2-თეთრიანებს აღარ დააბრუნებენ

01:36 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

2019 წლის პირველი იანვრიდან, ნაღდი ფულით ანგარიშსწორების დროს, მაღაზიაში ხურდის სახით 1 და 2-თეთრიანებს აღარ დააბრუნებენ. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი „დამრგვალების მეთოდით“ შეიცვლება.

დამრგვალების მეთოდის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამოდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე.

ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

  • 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
  • 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
  • 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
  • 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.

ცვლილებები ეხება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის საკითხსაც. მათი გამოყენება 2020 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. 2021 წლიდან ერთი წლის განმავლობაში, 1 და 2-თეთრიანების გამოცვლა შესაძლებელი იქნება კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლიდან მხოლოდ ეროვნული ბანკის მეშვეობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]