weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მუშაობის დაწყება სოციალური დახმარების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს

21:43 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სოციალური დახმარება ავტომატურად აღარ შეუწყდებათ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, მათ ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში კი არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.

სერგეენკოს თქმით, თუ ადამიანი იღებდა სოციალურ დახმარებას, დაიწყებდა მუშაობას და გაუჩნდებოდა შემოსავალი, ამას პროგრამა ავტომატურად აფიქსირებდა, რაც სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი ხდებოდა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება მონეტარული სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არა მონეტარული პრივილეგიები, რაც აქვთ სოციალურად დაუცველებს. ეს არის სტიმული, რათა ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველებს, ღირსეული შემოსავალი მიიღონ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, შესაბამის დადგენილებას მთავრობა უმოკლეს ვადაში შეიმუშავებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, ამოქმედდება ბავშვების 50 ლარიანი, ყოველთვიური დახმარება, რომლის ფარგლებშიც 20 ლარი იქნება ფულადი ბენეფიტი, ხოლო 30 ლარი - კვების ვაუჩერი.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 16 წლამდე ბავშვების რაოდენობა 140 000-მდეა. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო წლიური საბიუჯეტო რესურსი 70 მილიონი ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]