ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღჭურვილი იქნება მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის დანადგარებით. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ქარხანა წელიწადში მინიმუმ 2500 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს, რითიც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზეც განხორციელდება.
ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 166 587 ლარად გადაეცა.