weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლარი იქნება აბსოლუტურად სტაბილური – ეკონომიკის მინისტრი

17:28 შაბათი, 03 ნოემბერი 2018

„ჩვენ ვთვლით, რომ დღეს ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება. ჩვენი ეკონომიკა სექტემბერში 5,6%-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის თქმით, მომავალ ორ თვეში ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება, ლარი კი დასტაბილურდება.

„ჩვენ ვთვლით, რომ ლარი იქნება აბსოლუტურად სტაბილური და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება უკვე წლის ბოლოსკენ.

ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ზრდა იქნება კიდევ უფრო ძლიერი მომავალი ორი თვის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით.

ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ეროვნული ბანკის სტრატეგია ჩვენს კოლეგებთან ერთად და ვთვლით, რომ ის სტრატეგია, რომელსაც ისინი აწარმოებენ მონეტარული თვალსაზრისით, არის აბსოლიტურად საღი და მართებული“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გუშინ 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7251 ლარი შეადგინა. ბოლო ერთ თვეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 11 თეთრით გაუფასურდა. სექტემბრის ბოლოს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6151 ლარი იყო, წლის დასაწყისში კი 2.4969 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]