ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მილიონი აშშ დოლარია.ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონიაში - 50% (199 997 ბოთლი), პოლონეთში - 30% (2 788 029), დიდ ბრიტანეთში - 50% (103 724) და ამერიკის შეერთებულ შტატებში - 1% (399 054);
ასევე, ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთში - 477% (99 774), ჩეხეთში - 70% (33 450), ნიდერლანდებში - 39% (63 951), საფრანგეთში - 15% (113 297), ესტონეთში - 12% (464 792), ლატვიაში - 12% (1 427 836), ლიეტუვაში - 7% (366 552), გერმანიაში - 3% (378 954) და ა.შ.;
ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით ღვინის ექსპორტი გაიზარდა თურქმენეთში - 102% (135 294), მონღოლეთში - 44% (162 390), ყირგიზეთში - 37% (179 610), უკრაინაში - 34% (8 346 700), ყაზახეთში - 16% (3 112 202), რუსეთში - 10% (42 344 328), ბელარუსში - 3% (1353042) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულშია რუსეთი (42 344 328), უკრაინა (8 346 700), ჩინეთი (5410667), ყაზახეთი (3 112 202) და პოლონეთი (2 788 029).
ამასთან, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15.7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის 10 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 32.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 8% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 322 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 47%. სულ ექსპორტირებულია 915 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 252.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს.