weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩინური კომპანია ტყიბულში ქურთუკების მწარმოებელ ქარხანას ააშენებს

23:56 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ტყიბულში ახალი ქარხანა აშენდება, სადაც ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება. პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანაში, პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება, ტყიბულში წარმოებული მსოფლიოში ცნობილი ბრენდული ქურთუკები კი ადგილობრივ და ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება.

ქურთუკების ქარხნის აშენებაზე შეთანხმება ჩინეთში, სს „საპარტნიორო ფონდსა“ და „ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიას“ შორის გაფორმდა. „საპარტნიორო ფონდის“ განცხადებით, ამ თემაზე ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ბაზრის კვლევა და საქართველოში წარმოების გადმოტანის საკითხთან დაკავშირებული პროცედურები.

მთავრობის ადმინისტრაციისა და „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებებში არაფერია ნათქვამი ქურთუკების საწარმოს მშენებლობის ვადებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]