weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დმანისში, წალკასა და ახალქალაქში რძის საწარმოები აშენდება

14:11 პარასკევი, 09 ნოემბერი 2018

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება. საწარმოები 2019 წელს ამოქმედდება და თითოეული დღიურად 10 ტონა რძეს გადაამუშავებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოები ყველის დამზადებისთვის საჭირო აღჭურვილობით და რძის ჩამოსხმის ტექნოლოგიური ხაზით აღიჭურვება. საწარმოში შესაძლებელი იქნება ქართული და ევროპული ტიპის ყველის წარმოება. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს წარმადობა დღიურად 1.5 ტონას შეადგენს და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამბალხაჭოს დაამზადებს.

კოოპერაციული საწარმოები „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიხსნება. პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით, საწარმო 75%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა მეორე დონის იმ კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებულ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან თითოეულს ყავს არანაკლებ 200 ფური. 25%-ის გადახდას 8 წლის განმავლობაში კოოპერატივი უზრუნველყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]